ბრიტანეთის პარლამენტი – თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობასთან ფეთჰულაჰ გიულენის მოძრაობას კავშირი არ აქვს

დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო კომისიამ თურქეთში 15 ივლისს მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით, 70-გვერდიანი ანგარიში გამოაქვეყნა. ამის შესახებ გამოცემა “aktifhaber.com” იუწყება.
ანგარიშში წერია, რომ თურქეთის მთავრობის მიერ 15 ივლისის მოვლენებში ისლამის მქადაგებლის, ფეთჰულაჰ გიულენის ″მოძრაობა ჰიზმეთის″ დადანაშაულების მიუხედავად, ამ გადატრიალების მცდელობაში ″მოძრაობა ჰიზმეთის″ მონაწილეობის შესახებ საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებები დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას არა აქვს.
″გადატრიალების მცდელობაში გიულენის მომხრე ზოგიერთი პირის შესაძლო მონაწილეობის შესახებ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ძირითადად, არაოფიციალურ მონაცემებს ან მესამე პირის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეფუძნება″, – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში წერია, რომ გადატრიალების მცდელობიდან 9 თვის შემდეგ, გადატრიალების მცდელობისთვის თურქეთის სასამართლოს მიერ არც ერთი პირი დამნაშავედ ცნობილი არ არის.
„მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის მთავრობამ ამერიკის შეერთებულ შტატებს გიულენის მიერ გადატრიალების მცდელობის ორგანიზებასთან დაკავშირებით 80- ყუთიანი მტკიცებულებები გაუგზავნა და მისი ექსტრადირება მოითხოვა, აშშ-ის მხრიდან ამას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია″, – აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მხოლოდ გიულენის მხარდამჭერთა ორგანიზებით, გადატრიალების მცდელობის განხორციელება შეუძლებელი იყო. სამხედრო ამბოხებაში, დიდი ალბათობით, არმიაში მომუშავე, მმართველი პარტიის(AKP) მიმართ ოპოზიციურად განწყობილ ქემალისტთა ჯგუფები და სხვა ძალებიც არიან გარეული. ასევე აღსანიშნავია, რომ დაბალი წოდების სამხედრო მოსამსახურეებს სამხედრო ამბოხების დასაწყისში, ინფორმაციაც კი არ ჰქონდათ იმაზე, რომ გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობდნენ.
​დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ანგარიშში თურქეთის ხელისუფლების მიერ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის აუცილებლობაცაა აღნიშნული.
http://aktifhaber.com/dunya

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები