პესკოვი საპროტესტო აქციებზე პოლიციის მოქმედებას კორექტულს უწოდებს

 რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა საპროტესტო აქციებზე პოლიცის მოქმედებას კორექტულს უწოდებს. მისი თქმით, პოლიცია კანონის ფარგლებში მოქმდებდა და მაღალი პროფესიონალიზმი აჩვენა. ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ იუწყება.
პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ აქციები ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ ყოფილა და ეს კანონის ფარგლებს სცდება. ცნობისთვის, რუსეთის რამდენიმე ქალაქში კვირას საპროტესტო აქციები გაიმართა. პოლიციამ 900-მდე ადამიანი დააკავა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოპოზიციის წარმომადგენელთა დაპატიმრება გააპროტესტა და მოსკოვისგან მათი გათავისუფლება მოითხოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები