ხაშურამდე ახალი ჩქაროსნული გზა აშენდება

E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი, აგარა-ზემო ოსიაურის 12-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ივნისში დასრულდება.
როგორც “კვირას” საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, 7 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2016 წლის ივნისში გაიხსნა, დარჩენილ 5 კილომეტრზე კი სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: 12 კმ.-იანი, 4-ზოლიანი ცემენტ-ბეტონის საფარიანი გზის, 8 ხიდის, მათ შორის 2 სატრანსპორტო კვანძის (გზაგამტარით), წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გადასასვლელების მშენებლობა. ასევე, გზის 3,8 კმ.-იანი მონაკვეთის გასწვრივ, მიმდინარეობს ნაპირდაცვითი ნაგებობის მოწყობის სამუშაოები.
სამუშაოებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე გაეცნო.
სამშენებლო სამუშაოებს ქართული კომპანია “Black Sea Group” და ქუვეითური კომპანია “Copri Construction Enterprises W.L.L“ აწარმოებენ. პროექტი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 105,7 მილიონ ლარს შეადგენს.
აგარა–ზემო ოსიაურის მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლით, გაიზრდება ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობა, გაუმჯობესდება ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილება და შემცირდება მგზავრობის დრო. სამუშაოებზე დასაქმებულია 500-მდე ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები