მოსულის ბაზრის დაბომბვისას ორი პირი დაიღუპა (ვიდეო)

 ერაყის ქალაქ მოსულის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ბაზარს საარტილერიო ჭურვები მოხვდა. აფეთქებებმა ხანძარი გამოიწვია. დაბომბვის დროს ორი ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. მოსულის აღმოსავლეთ ნაწილს ამჟამად ერაყის სამთავრობო ძალები აკონტროლებენ. დასავლეთ მოსულის დაკავებისთვის კი “ისლამური სახელმწიფოს” “ბოევიკებთან” მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გასულ კვირას ავიადარტყმების შედეგად მოსულში 60-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები