ლე პენი ევროკავშირს დაღუპვას უწინასწარმეტყველებს

“ევროკავშირი დაიშლება, ვინაიდან ის მისივე მოსახლეობას აღარ სჭირდება”, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ულტრამემარჯვენე „ნაციონალური ფრონტის“ ლიდერმა, მარინ ლე პენმა განაცხადა.
„ევროკავშირი მოკვდება, ხალხს ის აღარ სჭირდება“, – განაცხადა ლე პენმა თავის მომხრეებთან გამართულ შეხვედრაზე.
ლე პენის განცხადებას საფრანგეთის ელჩი აშშ-ში, ჟერარ არნო გამოეხმაურა. მან საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებს „ევროპისთვის ჭეშმარიტების მომენტი“ უწოდა.
„ამაშია საპრეზიდენტო არჩევნების რეალური მნიშვნელობა. ევროკავშირის გადარჩენა ან მისი დაღუპვა. ეს კვაზირეფერენდუმია“, – წერს დიპლომატი ტვიტერში.
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 23 აპრილს გაიმართება. ლე პენის კონკურენტები ცენტრისტი ემანუელ მაკრონი და მემარჯვენე-ცენტრისტი ფრანსუა ფიონი არიან. ექსპერტები მეორე ტურის ჩატარებას გარდაუვალს უწოდებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები