წითელი ნუსხით დაცულ არჩვზე ნადირობის ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცულ სახეობაზე – არჩვზე ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეკარში, მოქალაქე მამუკა ვაჭარაძემ, მასზე რეგისტრირებული სანადირო თოფით არჩვი (Rupicapra rupicapra) მოკლა. ეს სახეობა გადაშენების პირას მყოფია.
გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობამ 30 000 ლარი შეადგინა. მამუკა ვაჭარაძესა და მის თანმხლებ ანდრო გელენიძეს სანადირო თოფები ჩამოერთვათ.
საქმის მასალები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაღდათის რაიონულ სამმართველოს გადაეგზავნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები