“ლართან მიმართებაში პანიკის საფუძველი აღარ არის”

“მთავრობამ მიაღწია იმას, რომ ქვეყანაში ხალხს ლარის გაუფასურების შიში აღარ აქვს”,-ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
ჭიჭინაძე ეროვნული ვალუტის სტაბილურობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მთავრობამ კრიზისი დაძლია, მანვე განმარტა, რომ დაგეგმილია მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რაც ქვეყნის ეკონომიკას კიდევ უფრო ბევრ პერსპექტივას გაუჩენს.
„საგულისხმოა, რომ ლართან მიმართებაში, პანიკის საფუძველი აღარ არის. დაიკლო ფასმაც საწვავზე, თუმცა ეს ექსპორტია და მაინც უცხოურ ბაზარზეა დამოკიდებული. რაც მთავარია, ქვეყანამ დაძლია კრიზისი და დღეს აღარავის აქვს იმის შიში, რომ ლარი გაუფასურდება. ქვეყანაში ასევე, დაგეგმილია საკმაოდ ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე კიდევ უფრო დადებითად აისახება, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა გაცილებით სტაბილურია“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები