სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებას ულოცავს

„ქართველები 28 მარტიდან შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობას შეძლებენ. ძალიან კარგია! საქართველომ ეს დაიმსახურა და ამას დიდხანს ელოდა“, – ამის შესახებ ტვიტერში სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიროსლავ ლაიჩეკმა დაწერა.
ცნობისთვის, 28 მარტიდან საქართველოს მოსახლეობისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება. ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში 6 თვის განმავლობაში, 90 დღით ჩასვლას შეძლებენ.
უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელშიც შედის ევროკავშირის 22 ქვეყანა, ასევე, 4 არაწევრი და ევროკავშირის 4 კანდიდატი ქვეყანა.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებები ვიზალიბერალიზაციის საკითხზე 2012 წლის 4 ივნისს დაიწყო, 2013 წლის 25 თებერვალს კი საქართველოს ხელისუფლებას სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა გადაეცა. მასში შედიოდა მოთხოვნები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას უვიზო რეჟიმის დაწესებისთვის უნდა შეესრულებინა. 2015 წლის დეკემბერში ევროკომისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულება.
2017 წლის 2 თებერვალს ევროპარლამენტმა საქართველოს უვიზო მიმოსვლა ოფიციალურად მიანიჭა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები