საქართველოში ამინდი გაუარესდება – გრძელვადიანი პროგნოზი

27-28 მარტს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +8, +13,  აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +12, +17 გრადუსი იქნება.

29-31 მარტს, უმეტესად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და დასავლეთ საქართველოს დაბლობში +16, +21, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +13, +18 გრადუსი იქნება.

1 – 2 აპრილს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები