ბათუმში ხანძარმა რამდენიმე ოჯახი დააზარალა

ბათუმში, ოძელაშვილის 31 ნომერში საცხოვრებელი კორპუსის სხვენში ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, დაახლოებით ათასი კვადრატული მეტრის ფართობის სხვენი სრულად განადგურდა და რამდენიმე ოჯახი  დაზარალდა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. იგი დაზარალებულებს შეხვდა.
ზურაბ პატარაძის განცხადებით, კომისია ზარალს დაითვლის და დაზარალებულებს დახმარებას ქალაქის მერია გაუწევს. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზები. მიმდინარეობას გამოძიება. ხანძრის ლიკვიდაციას 80-მდე მეხანძრე ამ დრომდე ცდილობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები