ტერაქტი ბანგლადეშში – დაღუპულია 6 ადამიანი

ბანგლადეშში მომხდარი აფეთქების შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა 50-ზე მეტი კი დაშავდა. დაღუპულთა შორის ორი პოლიციელია. აფეთქებას წინ სპეცოპერაცია უძღვოდა.​სამართალდამცველებმა ერთ-ერთი სახლი ალყაში მოაქციეს, რომელშიც ტერორისტები იყვნენ გამაგრებულები. ოპერაციის დროს შენობაში 70-მდე ადგილობრივი მცხოვრები იმყოფებოდა. მოწოდების მიუხედავად, ტერორისტები სამართალდამცველებს არ დანებდნენ, რის შემდეგაც პოლიციამ შტურმი დაიწყო.
​მომხდარზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ , მიუხედავად ამისა, ბანგლადეშის ხელისუფლება ქვეყანაში „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების არსებობას უარყოფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები