ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულებს, პატიმრობა შეეფარდათ

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ვიოლეტა ფორჩხიძის გადაწყვეტილებით, 11-12 მარტს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დაკავებულ სამ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.
დაკავებულებს – მალხაზ ბერიძეს, შალვა ფევაძესა და გოდერძი გორგილაძეს მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გააცნო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნული პირების წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით არის აღძრული: 225-ე მუხლი, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს და 353-ე პრიმა მუხლი, რაც პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.
ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს, საიდანაც ადმინისტრაციული წესით დაკავებულები ჯარიმის საფუძველზე გაათავისუფლეს.
სისხლის სამართლის დანაშაულისათვის ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები