პატრიარქის ინიციატივით, სვეტიცხოველში 100 წლის წინანდელის მსგავსი ფოტო გადაიღეს

 საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ინიციატივით, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის ეზოში შეკრებილებმა სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.
როგორც პატრიარქმა ბრძანა, მსგავსი ფოტო გადაიღეს ზუსტად 100 წლის წინაც.
დღეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს. ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 457 წელს ანტიოქიის ეკლესიისაგან მიიღო. რუსეთის იმპერიამ კი ის 1811 წელს გააუქმა.
მას შემდეგ, ქართულ ეკლესიას რუსეთის სინოდი ეგზარქოსების მეშვეობით ხელმძღვანელობდა.
ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს დაიბრუნა. მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ცნო, თუმცა ეს წერილობით არ ყოფილა დადასტურებული.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის უშუალო მონდომებით კი მსოფლიო საპატრიარქომ 1990 წელს საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად ცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები