თამარ ჩუგოშვილი – აუცილებელია საგზაო კანონმდებლობის გამკაცრება

პარლამენტის წინ არასამთავრობოების მიერ გამართულ აქციას, რომელიც საგზაო უსაფრთხოების კანონმდებლობის გამკაცრების მოთხოვნით გაიმართა, უმრავლესობის ლიდერი თამარ ჩუგოშვილი გამოეხმაურა.
როგორც მან საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, ამ მხრივ, სიტუაცია დასარეგულირებელია და დამრღვევი მძღოლების მიმართ კანონმდებლობა გასამკაცრებელი.
„მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია ამ კანონმდებლობის გამკაცრება, ყველა, ვინც არის ჩართული ძალიან პოზიტიურად ხვდება იმ ცვლილებებს, რომლის შემოტანასაც ჩვენ ვაპირებთ“, – აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.
დღეს აქციის მონაწილეებმა საგზაო უსაფრთხოების მხრივ ქვეყანაში არსებული ვითარება გააპროტესტეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები