საგზაო უსაფრთხოების მოთხოვნით, თბილისში პარლამენტის შენობის წინ კუბოები მიიტანეს

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, საგზაო უსაფრთხოების მოთხოვნით, თბილისში პარლამენტის შენობის წინ კუბოები მიიტანეს და აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებს საგზაო უსაფრთხოების თემატიკაზე ბანერებიც აქვთ მიტანილი და აღნიშნავენ, რომ ეს საკითხი ქვეყნისთვის მთავარ პრიორიტეტად უნდა იქცეს. აქცია სამოქალქო სექტორმა სოციალურ ქსელში დაგეგმა და მისი ჩატარება რამდენიმე დღის წინ, აღმაშენებლის ხეივანში მომხდარმა მორიგმა საზარელმა ავარიამ განაპირობა, რომელსაც 11 წლის გოგონა ემსხვერპლა.
აქციის მონაწილენი მძიმე სტატისტიკაზე მიუთითებენ და მოითხოვენ, დამრღვევი მძღოლების წინააღმდეგ ნულოვანი ტოლერანტობა გამოცხადდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები