ბათუმში, აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე საწყობები გაქურდეს

 ბათუმში, აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე, ოთხი საწყობი გაქურდეს.
შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. მომხდარის შესახებ საწყობების მეპატრონეებმა დღეს დილით შეიტყვეს. მათი განცხადებით, ზარალი უმნიშვნელოა – დაკარგულია 50 ლარამდე თანხა და საკვები პროდუქტები. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები