დიდ ბრიტანეთს ევროკავშირიდან გასვლა 58 მილიარდი ევრო დაუჯდება

დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს ევროკავშირიდან გავლის შემდეგ 58 მილიარდი ევროს გადახდა მოუწევს.  ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ4-მინიტსრ ტერეზა მეის განუცხადა. მე ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გავლის პროცედურის ამოქმედებას გეგმავს.
იუნკერმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირის დიდი ბრიტანეთის დასჯის არანაირი სურვილია რა აქვს, მაგრამ ამ ორგანიზაციამ სხვა წევრების გასვლა არ უნდა დაუშვას.
„ჩვენ მეცნიერული თვალსაზრისით უნდა გამოვითვალოთ, თუ რა იყო დიდი ბრიტანეთის ფინანსური ვალდებულებები და მან ეს ანგარიში უნდა დაფაროს“ – აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ივნისში დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ რეფერენდუმზე ამომრჩეველთა 51,9%-მა ევროკავშირიდან გასვლას მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები