“სმურფები” საიდუმლო ტყიდან ბრუნდებიან

ამერიკელი მომღერალი დემი ლოვატო, რეინ უილსონი, მენდი პატინკინი, არიელ უინტერი, ჯულია რობერტსი, ელი კემპერი, ჯო მანგანელო – ეს იმ ახალი ფილმის შემადგენლობა, რომელსაც Columbia Pictures – ისა Sony Pictures Animation – ი კელი ესბიორის რეჟისორობით გვთავაზობს.
”დაკარგული სოფელი” ასე ქვია სმურფების მესამე ნაწილს, რომელიც ლურჯი არსებების ისტორიაში ყველაზე დიდ საიდუმლოზე მოგვითხრობს, რომლის ამოხსნასაც სმურფეტა და მისი მეგობრები ერთობლივად ცდილობენ. Sony Pictures Animation ახალი ნამუშევარი, კელი ესბიორის რეჟისორობით, მოგვითხრობს თუ როგორ გადაწყვეტს ერთ დღეს სმურფეტა იპოვოს საკუთარი მიზანი და მეგობრებთან ერთად მოაწყობს ამაღელვებელ მოგზაურობას აკრძალულ ტყეში, რომელიც სავსეა მაგიური არსბებებით, საიდუმლო სოფლის აღმოსაჩენად.
ფილმს, სცენარზე მუშაობა სმურფების მეორე ნაწილის გამოსვლისას დაიწყეს, გამოსვლის თარიღი კი 2014 წლიდან მოყოლებული რამდენჯერმე შეცვალეს. საბოლოოდ ”სმურფები: დაკარგული სოფელი-ს” პრემიერა საქართველოში 25 მარტს იგეგმება. კრიტიკოსები ანიმაციას დადებითად აფასებენ და დიდ წარმატებასაც უწინასწარმეტყველებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები