ბრიტანელმა მეცნიერებმა ტუბერკულოზის დიაგნოსტიკის ახალი მეთოდი დაადგინეს

დიდ ბრიტანეთში მეცნიერებმა ტუბერკულოზის დიაგნოსტიკის ახალი მეთოდი აღმოაჩინეს. ოქსფორდის და ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს გენომის სექვენირების მეთოდით შეძლეს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ახალი მეთოდით, ანალიზების შედეგები გაცილებით მალე იქნება ცნობილი და მკურნალობის დასაწყებად პაციენტებს თვეების განმავლობაში ლოდინი აღარ მოუწევთ, რაც მკურნალობის ეფექტურობას ზრდის. ახლა, ბაქტერიის ტიპის დასადგენად, ერთი კვირა იქნება საკმარისი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ტუბერკულოზი,  მსოფლიოში ინფექციური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის მიხედვით, პირველ ადგილზეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები