ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატის გადაწყვეტილებით, გამორჩეულ მოსწავლეს სტიპენდია დაენიშნა

ტყიბულისა და თერჯოლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი, ელგუჯა გოცირიძე, ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის, სამოქალაქო განათლების საკვირაო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.
დეპუტატმა მოსწავლეები ქუთაისის პარლამენტში მიიღო, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში, დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა. ელგუჯა გოცირიძე ახალგაზრდებს ზოგადი განათლების მნიშვნელობაზე ესაუბრა და მათი საქმიანობითა და სამომავლო გეგმებით დაინტერესდა.
შეხვედრის ბოლოს, დეპუტატის თხოვნით ახალგაზრდებმა თავადვე დაასახელეს მათ შორის გამორჩეული მოსწავლე, რომელსაც სახელობითი სტიპენდია დაენიშნა.
მოსწავლეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით დეპუტატის მორიგი სტიპენდიანტი ლადო მესხი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები