მთაწმინდის გამგეობამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გამაგრება დაიწყო

მთაწმინდის რაიონში, ძმები ზუბალაშვილების N52-ში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ავარიული სახლების კაპიტალური გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე მთაწმინდის რაიონის გამგებელი გელა არჩვაძე და მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი გაეცნო.
თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, სახლის საძირკველი და მზიდი კედლები კაპიტალურად გამაგრდება. ასევე, მოხდება ღიობების არმირება და გალესვა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ეზოში შესასვლელ თაღს.
ავარიული შენობა საფრთხეს წარმოადგენდა, როგორც სახლის, ასევე, მომიჯნავე ეზოებში მცხოვრები ოჯახებისთვის. პროექტის ღირებულება 276 967 ლარს შეადგენს. ღირებულების 90%-ს გამგეობა, ხოლო 10%-ს მოსახლეობა გადაიხდის.
გასულ წელს, მთაწმინდის გამგეობის მიერ, რაიონში 17 ავარიული საცხოვრებელი სახლი გამაგრდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები