მიხეილ ჯანელიძე ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ვაშინგტონში მიმდინარე გლობალური კოალიციის მინისტერიალის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა  კოლეგა მინისტრებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.
მიხეილ ჯანელიძე ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯული ბიშოპს შეხვდა.
მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობა, მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ავსტრალიას იმ მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელსაც ქვეყანა ასრულება სამხრეთ წყნარი ოკეანის რეგიონში საქართველოს ცნობადობის ამაღლებისა და ქვეყნის მხარდაჭერისთვის.
მინისტრებმა, ასევე, ხაზი გაუსვეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში წარმატებულ თანამშრომლობას.
ავსტრალიურმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრული მხარდაჭერა და გამოთქვა შეშფოთება ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში დაგეგმილ ე. წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით.
ორმხრივი თანამშრომლობის კონტექსტში, მინისტრებმა ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები მიმოიხილეს. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს საინვესტიციო და ეკონომიკური შესაძლებლობების შესახებ, ხაზი გაუსვა ქვეყნის, როგორც ევროპისა და აღმოსავლეთ რეგიონის დამაკავშირებელი ჰაბის ფუნქციების მნიშვნელობას.
მინისტრებმა აღნიშნეს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობა. მიხეილ ჯანელიძემ კოლეგა ვიზიტით საქართველოში მიიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები