მეუფე ანდრია გვაზავა: სინოდის წევრები დეკანოზ მამალაძის საქმეზე გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არიან
სინოდის წევრები დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არიან.
ამის შესახებ ჟურნალისტებს სინოდის წევრმა, გორის და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრია გვაზავამ საპატრიარქოს უნივერსიტეტში განუცხადა, სადაც ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლითავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობს.
როგორც მღვდელმთავარმა აღნიშნა, ის მზად არის, გამოძიების შეკითხვებს უპასუხოს.
„ვფიქრობ, რომ სინოდის სხვა წევრებიც ჩემს პოზიციას იზიარებენ“, – განაცხადა რუსთაველმა მიტროპოლიტმა, იოანე გამრეკელმა.
მისივე თქმით, უნდა დაიკითხონ ადამიანები, რომლებიც გიორგი მამალაძის საქმიანობას იცნობენ.