ვახტანგ ხამალაძე: ჩვენ შევთანხმდით თუ როგორი პროცედურით უნდა იქმნებოდეს მთავრობა

“ჩვენ შევთანხმდით უნდობლობის კონსტრუქციულ მოდელზე, რაც მნიშვნელოვანი შეთანხმებაა”,-ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საკონსტიტუციო კომისიის წევრმა, ვახტანგ ხამალაძემ განაცხადა.
ხმალაძემ იმ პროცედურებზე ისაუბრა, რაზეც საკონსტიტუციო კომისია მთავრობის მიმართ უნდობლობის გამოცხადების საკითხზე შეთანხმდა.
„პოლიტიკური კრიზისის პერიოდი იქნება ხანმოკლე, არის მეორე საკითხი, როდესაც მთავრობას შეუძლია დასვას ნდობის საკითხი ან პირიქით. ჩვენ შევთანხმდით თუ როგორი პროცედურით უნდა იქმნებოდეს მთავრობა. გასწორდა ბევრი ხარვეზი, რაც დღემდე კონსტიტუციაში არსებობდა. თუ პრემიერმა შეცვალა მინისტრები და გააკეთა ეს პარლამენტთან შეუთანხმებლად, პარლამენტს ექნება უფლება, უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას.
​ხმალაძის ინფორმაციით ჯერ-ჯერობით შეთანხმება არ არის საარჩევნო სისტემაზე, მისი ინფორმაციით, უმრავლესობა მხარს უჭერს პროპორციულ არჩევნებს, თუმცა ხმალაძის განმარტებით, პროპორციულ სისტემაშიც არის სხვადასხვა მიმართულება.
„არის სამი ფაქტორი პროპორციულ სისტემაში, ჩვენ გვაქვს არჩევანის საშუალება, სამართლიანი საარჩევნო სისტემა მივიღოთ თუ უსამართლო. „ქართული ოცნება“ გვთავაზობს 5%-იან ზღურბლს, ასევე, ბლოკების აკრძალვას. ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ იმაზე, რომ მანდატები სწორად განაწილდეს. 1995 წელს 60%-ზე მეტი მივიღეთ დაკარგული ხმები, 2012-ში 10%- ზე მეტი. 20% დაკარგული ხმები ეს არის 30 გაუნაწილებელი მანდატი. ასეთ შემთხვევაში, ყველა გაუნაწილებელი მანდატი გადაეცემა პირველ ადგილზე გასულს და ეს არის სადაო თემა – მანდატების პროპორციული გადანაწილება, რაზეც შეთანხმება არ არის“, -განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები