ჯაბა სამუშია: ჩვენ გვაინტერესებდა, პირველ რიგში, ბავშვთა სამყაროს მოვაჭრეების პოზიცია

“ჩვენი თხოვნა იყო, საკრებულოში შევხვედროდით „ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეებს”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ჯაბა სამუშიამ განაცხადა.
​სამუშიას ინფორმაციით, საკრებულოსთვის პრიორიტეტულია, თუ რა ღონისძიებები გატარდება დაზარალებულთა დასახმარებლად.
„ჩვენ გვაინტერესებს, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ეს პროცესი, რადგან ადამიანები მძიმე პირობებში არიან. ეს არ იყო ის ადგილი, სადაც შეიძლებოდა დიდი ფინანსური რგოლის არსებობა. ეს ადამიანები, თვენახევარი გავიდა და დარჩნენ შემოსავლის გარეშე. ჩვენ დღემდე არ გვქონდა სია, ახლა ეს პროცესი დაიძრა, რაც მოხდა საკრებულოს უმრავლესობის ინიციატივით და ამ ადამიანებს ერთჯერადი დახმარების სახით, გადაეცემათ გარკვეული თანხა. კონკრეტულად რა თანხა იქნება ეს, ჯერ არ არის დადგენილი, თუმცა ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია“, -განაცხადა ჯაბა სამუშიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები