გიორგი კახიანი: პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტის მიმართ უპატივცემულობას იჩენს

​პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტის მიმართ უპატივცემულობას იჩენს. როგორც გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საპრეზიდენტო ინსტიტუციასა და პარლამენტს შორის დაძაბულობის ინსპირაცია პრეზიდენტის გუნდის წარმომადგენლების მხრიდან ხდება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საპრეზიდენტო ინსტიტუციასა და პარლამენტს შორის ურთიერთობა არ იყოს დაძაბულ ფონზე. სამწუხაროა, რომ ამ დაძაბულობის ინსპირირება პრეზიდენტის გუნდის წარმომადგენლების მხრიდან ხდება. ჩვენ ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია ინსტიტუციების პატივისცემა. პარლამენტი ყოველთვის ასე იქცევა. ჩვენი მხრიდან, ყოველთვის დასტურდება პატივისცემა საპრეზიდენტო ინსტიტუციის მიმართ, თუმცა სამწუხაროა, რომ ამ ბოლო დროს, გახშირდა განცხადებები, რომლითაც უპატივცემულობა პრეზიდენტის ინსტიტუტიდან მჟღავნდება პარლამენტის მიმართ,“ – განაცხადა გიორგი კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები