ჯაბა სამუშია: სამარშუტო ტაქსებზე ტარიფი აღარ მოიმატებს

„თბილისის მიკროავტობუსს“ ამის შემდეგ აღარ ექნება უფლება, მოუმატოს ტარიფი”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ჯაბა სამუშიამ განაცხადა.
​სამუშიას ინფორმაციით „თბილსის მიკროავტობუსს“ ჰქონდა უფლება, მოკლე მანძილზე მოძრავი მიკროავტობუსების ტარიფი გაეზარდა, თუმცა ეს ეტაპი, სამუშიას ინფორმაციით, დარეგულირებულია და ამის შემდეგ აღარ ექნებათ უფლება, ტარიფი გაზარდონ, რადგან ამისთვის უკვე საჭირო იქნება მერიის ნებართვა.
„ფასის ზრდის პროცესი თბილისის მიკროავტობუსებზე დასრულებულია, აქამდე ჰქონდათ უფლება, გაეზარდათ ტარიფი, ახლა ამისთვის საჭირო იქნება თბილისის მერიის ნებართვა. დღემდე, შეეძლოთ, ერი თვით ადრე შემოეტანათ განაცხადი და გაეძვირებინათ, მაგრამ ამ ყველაფერს უკვე კანონი დაარეგულირებს. საგულისხმოა, რომ ამდენი სამარშუტო ტაქსის ფონზე მხოლოდ 150 სამარშუტო ტაქსზე გაიზარდა ტარიფი, რომლებიც მოკლე მანძილზე მოძრაობენ“, -განაცხადა ჯაბა სამუშიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
​ჯაბა სამუშიამ „სითი პარკზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ შერჩეულია ობიექტები, სადაც დაგეგმილია მაღალსართულიანი პარკირების მოწყობა.
„ძალიან რთულია 25 მილიონის მოძიება დღეს, რომ დავუბრუნოთ „სითი პარკს“ და ამ ორგანიზაციას დავემშვიდობოთ, „სითი პარკმა“ მხოლოდ საკუთარი მანქანები შეიძინა და საღებავი დახარჯა, ეს იყო და ეს მხოლოდ. დაგეგმილია მრავალსართულიანი პარკირების მოწყობა, კონკრეტული ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა, მაგრამ ამისთვის დაწყებულია სამუშაოები და შერჩეულია ობიექტები“, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები