აჭარაში გიდების გადამზადება იწყება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოში გიდებისთვის ტრენინგები იწყება.
დეპარტამენტის ინფორმაციით, მთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებზე გადამზადების მსურველთა რეგისტრაცია სააგენტოში 5 აპრილამდე გაგრძელდება. ტრენინგების ფარგლებში 60 გიდის გადამზადება მთიანი აჭარის 4 ტურისტული მიმართულებით იგეგმება:
მაჭახელას მარშრუტი + მაჭახელას დაცული ტერიტორია;
ქედის ღვინის მარშრუტი+ მერისის მარშრუტი;
მაღალმთიანი აჭარა _ ჩირუხის მარშრუტი , სხალთა – ხიხანის მარშრუტი, ხულო;
გოდერძი – მწვანე ტბის მარშრუტი.
დაცული ტერიტორიები: კინტრიში, მტირალა, ისპანი + ფრინველებზე დაკვირვება (სახალვაშო- შუამთა ).
ტრენინგების საშუალო ხანგძლივობა ორი კვირაა. ის მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სალექციო პროგრამას, რომელიც როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში, ასევე, უშუალოდ ტურისტულ მარშრუტებზე ჩატარდება. ტრენინგებს პროფესიონალი ისტორიკოსები, ეთნოგრაფები და ექსკურსიათმძღოლები ჩაატარებენ.
სატრენინგო პროგრამაში ჩართვა მოქმედი გიდების გარდა, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. მსურველები ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად უნდა ეწვიონ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ფარნავაზ მეფის 84/86-ში ან გამოგზავნონ CV ელექტრონულ ფოსტაზე Agency@gobatumi.com., ასევე, ინფორმაცია რომელ ენოვანი გიდია და რომელი მიმართულებით სურს გადამზადება.
5-დან 15 აპრილამდე, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოში ჩატარდება გასაუბრება, სადაც მოხდება ტრენინგებში მონაწილეობის მსურველთა გადარჩევა და შესაბამის სატრენინგო პროგრამაში ჩასმა. ტრენინგები აპრილის ბოლოდან დაიწყება და 15 ივნისამდე გაგრძელდება. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ნომერზე +422 29 44 33.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები