გიორგი გახარია: ორთაჭალაში ე.წ. სამთავრობო ქალაქის აშენება ხარჯების ოპტიმიზაციისთვის ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა

“ორთაჭალაში ე.წ. სამთავრობო ქალაქის აშენება ხარჯების ოპტიმიზაციისთვის ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა”,-ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
​როგორც მინისტრმა საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა, ამ ეტაპზე, საუბარია არა ქალაქის მშენებლობაზე, არამედ საკითხის შესწავლაზე.
„ხარჯების ოპტიმიზაციისთვის ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა. ასევე, ჩვენ ვართ ტურისტული ქვეყანა. თბილისი ტურისტული ქალაქი უნდა იყოს და არის ბევრი სამინისტრო, რომელიც ისეთ ადგილასაა განთავსებული, სადაც უმჯობესია, რომ 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო იყოს, რაც კიდევ უფრო გაზრდის ქალაქის ეკონომიკასა და ტურისტების მიღებაში შეუწყობს ხელს ქვეყანას. მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე ამოსავალი წერტილი არის ხარჯების ოპტიმიზაცია. თუ განაშენიანების რეგულირების გეგმით დადასტურდება, რომ ეს იქნება საინტერესო პროექტი, როგორც ეკონომიკურად, ასევე სივრცითი მოწყობის ნაწილში, ეს იქნება ძალიან სერიოზული ნაბიჯი ხარჯთეფექტურობისთვის. ეს არის კარგი აზრი, რამეთუ არის გარკვეული აუცილებლობა ხარჯების ოპტიმიზირების. პრემიერი იდეის დონეზე ვერ იტყოდა, რა თქმა უნდა. განაშენიანების რეგულირების გეგმა თუ კეთდება, ე.ი. ტერიტორიაც იდენტიფიცირებულია. გეგმა კეთდება კონკრეტულ ტერიტორიაზე, ეს არის ორთაჭალაში, გულუას ქუჩაზე. იქ არის გარკვეული ტერიტორია, სადაც, იმ შემთხვევაში, თუ სივრცითი მოწყობის და ეკონომიკური ეფექტურობის დასაბუთების ნაწილში პროექტის ეფექტურობა დადასტურდება, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება აშენებული”, – აღნიშნა მინისტრმა.
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქი აშენდება, სადაც თითქმის ყველა სამინისტრო გადავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები