ეკა ბესელია პრეზიდენტს უშიშროების საბჭოს სხდომაზე: რამე პრობლემას ვერ ხედავთ ლოგიკის კუთხით?!

უსაფრთხოების მექანიზმების დასუსტებაზე რომ მიმართავ პარლამენტს წინა დღით და რომ არ ენდობი შენს ძალოვან უწყებებს, შემდეგ, უშიშროების საბჭოზე იმავე ძალოვან უწყებებს საფრთხეებზე ელაპარაკები, აქ რამე პრობლემას ვერ ხედავთ ლოგიკის კუთხით?!” – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია პრეზიდენტის მიერ დღეს დაგეგმილ უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასმულ კითხვას.
​დეპუტატის თქმით, ამ კუთხით, კითხვები მძაფრად ჩნდება, ამიტომ თანმიმდევრობაა საჭირო.
„პრეზიდენტი გუშინ უსაფრთხოების მექანიზმების დასუსტებაზე მიმართავდა პარლამენტს. რომ არ ენდობი შენ შენს ძალოვან უწყებებს და შემდეგ უშიშროების საბჭოზე იმავე ძალოვან უწყებებს საფრთხეებზე ელაპარაკები, აქ რამე პრობლემას ვერ ხედავთ ლოგიკის კუთხით?! კითხვები ძალიან მძაფრად ჩნდება, ამიტომ თანმიმდევრულობა არის საჭირო“,-განაცხადა ბესელიამ და თავი შეიკავა იმის დაკონკრეტებისგან, თუ ვინ დაესწრება საბჭოს დღევანდელ სხდომას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები