ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ანგარიშგება

2017 წლის 1 აპრილიდან 1 მაისამდე, ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელებმა, სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოში უნდა წარადგინონ ანგარიში სალიცენზიო პირობების შესრულების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ლიცენზიის მფლობელს ლიცენზია საანგარიშგებო პერიოდის დაწყებამდე, 6 თვის განმავლობაში აქვს მიღებული.
ლიცენზიის მფლობელებს შეუძლიათ საქართველოს ნებისმიერი ქალაქიდან ონლაინ რეჟიმში, ერთი ფანჯრის პრინციპით, ბიზნესპორტალის საშუალებით, ელექტრონულად განახორციელონ ანგარიშგება.
ანგარიშგების წარმოსადგენად გადადით შემდეგ ბმულზე https://www.my.gov.ge/business/Account/index?type=1
ანგარიშის წარმოუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით,
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 592-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები