საქართველოს საგარეო უწყება ლონდონში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ლონდონში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს 2017 წლის 22 მარტს ლონდონში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, რომლის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაშავდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობას, დაშავებულთ კი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს“, -აღნიშნულია განცხადებაში.
​ლონდონში გუშინ მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა, დაშავებულია 40-მდე ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები