“თი ბი სი ბანკი” საქართველოში საუკეთესო ბანკად დასახელდა

ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა “Global Finance”-მ “თი ბი სი ბანკი” 2017 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში.
“თი ბი სი ბანკი” უკვე ზედიზედ მეექვსე წელია, საქართველოში საუკეთესო ბანკის კატეგორიაში იმარჯვებს, რაც ხაზს უსვამს ბანკის მიერ მომხმარებლებისთვის შეთავაზებულ საუკეთესო მომსახურებას.
“Global Finance” გამარჯვებულ ბანკებს  შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით არჩევს: აქტივების ზრდა, სტრატეგიული ურთიერთობები, მომხმარებელთა მომსახურება და ინოვაციური პროდუქტები.
„მოხარული ვართ, რომ “თი ბი სი ბანკი” საქართველოში საუკეთესო ბანკის ტიტულს უკვე მეცხრედ იღებს. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს “თი ბი სი ბანკის” გამორჩეულ ფინანსურ შედეგებს და ბანკის ლიდერობას ინოვაციებისა და მომხმარებელთა მომსახურების კუთხით”, – განაცხადა “თი ბი სი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
“Global Finance” მსოფლიოს წამყვანი ფინანსური გამოცემაა, რომელსაც მსოფლიოს 190 ქვეყანაში კითხულობენ.
“თი ბი სი ბანკმა”  “Global Finance”-ის ჯილდო 2004, 2006, 2007, ასევე 2012-2017 წლებში მიიღო.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები