რიმა ბერაძემ მრავალშვილიან დედებს სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში საჩუქრები გადასცა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ფრაქციის თავმჯდომარემ, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, რიმა ბერაძემ სამაჟორიტარო ბიუროში მრავალშვილიან დედებს უმასპინძლა და საგაზაფხულო დღესასწაულების ფარგლებში, მათ ტანსაცმელი და სხვადასხვა საოჯახო ნივთი გადასცა.
ღონისძიება საქველმოქმედო კავშირის „მადლი-2014“ ხელმძღვანელის, ფლორა შენგელიას მხარდაჭერით, დეპუტატის სამაჟორიტარო ბიუროში გაიმართა.
როგორც რიმა ბერაძემ აღნიშნა, საგაზაფხულო ღონისძიებებთან დაკავშირებით, ჩუღურეთის რაიონში მსგავსი საქველმოქმედო აქცია არაერთხელ მოეწყო და კვლავაც გაგრძელდება.
ღონისძიებას საკრებულოს წევრი ბესიკ ქარცივაძე და ჩუღურეთის რაიონული ბიუროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები