„ეს არის თავდასხმა არა მხოლოდ ბრიტანელ ხალხზე, არამედ მთელ ცივილიზებულ სამყაროზე“

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ლონდონში განხორციელებული ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს და ბრიტანელ ხალხს უსამძიმრებს.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და გულწრფელად თანავუგრძნობ ბრიტანელ ხალხს და ჩვენს ბრიტანელ კოლეგებს დღეს, ლონდონში მომხდარი თავდასხმის გამო, რომელიც ტერორისტულ აქტად არის შეფასებული. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არის თავდასხმა არა მხოლოდ ბრიტანელ ხალხზე, არამედ მთელ თავისუფალ, ცივილიზებულ სამყაროზე. მომხდარი კიდევ ერთხელ თვალნათლივ გვანახებს ტერორიზმთან ბრძოლისა და გლობალური უსაფრთხოების საკითხებში ერთობლივი ძალისხმევის მობილიზების და თანამშრომლობის მნიშვნელობას. ქართველი ხალხის და საქართველოს პარლამენტის სახელით, ბრიტანელ ხალხს ვუცხადებ თანადგომას ამ მძიმე წუთებში”, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.
ლონდონის პარლამენტთან სროლის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა, მათ შორის სამი პოლიციელია. ტერორისტი ლიკვიდირებულია. ბრიტანეთის მთავრობამ მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფასა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები