თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა ხეების უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინა

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა, ხუდადოვის ქუჩის, რეხის პირველ ჩიხში, დაახლობით 1000 კვადრატულ მეტრზე, ხეების უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს.
ადგილზე გამოძახებულია საპატრულო პოლიცია. გარემოსადმი მიყენებულ ზიანს ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური შეაფასებს. გატარდება კანონით გათ ვალისწინებული ღონისძიებები.
ამჟამად, ადგილზე, ასევე, იმყოფებიან ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი, გიორგი უკლება და ჩუღურეთის რაიონის გამგებელი, ზურაბ ჩიკვილაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები