ბათუ კრავეიშვილის ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს

მთაწმინდის რაიონის გამგებელი გელა არჩვაძე და მისი მოადგილეები, კახაბერ ქოროღლიშვილი და მიხეილ გოგოლიძე კრავეიშვილის ქუჩაზე (ყოფილი ნიაღვრის ქუჩა) გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში, 1 000 კვადრატულ მეტრზე მთლიანად შეიცვლება ქვაფენილი და მოეწყობა ახალი, ბაზალტის ქვის სამანქანო გზა. გარდა ამისა, მოეწყობა 400 გრძივი მეტრი ბორდიური და მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები.
მთაწმინდის რაიონის გამგებლის განცხადებით, აღნიშნულ გზაზე მიმდინარე სამუშაოები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ნიაღვრის ქუჩა ავტომობილების მოძრაობის მხრივ საკმაოდ დატვირთულია.
გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს, მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია შპს „ლატი+“ აწარმოებს. კრავეიშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები ორ თვეში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები