რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და IDFI ერთობლივ პროექტს ახორციელებენ

სასტუმრო ,,რედისონში’’ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.
შეხვედრას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მატკავა და მინისტრის მრჩეველი ეკა სეფაშვილი დაესწრნენ.
შეხვედრა მიზნად ისახავდა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე, დონორი ორგანიზაციების წინადადებებისა და რეკომენდაციების პრეზენტაციასა და დოკუმენტის პროექტის განხილვას, მათ საბოლოო მიღებამდე.
აღნიშნული სტრატეგიის პირველ ეტაპი მოიცავს 4 პრიორიტეტულ მიმართულებას: სამინისტროში ეთიკის და კეთილსინდისიერების არსებული მექანიზმების გაუმჯობესებას, გამჭვირვალობისა და საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდას, ადამიანური რესურსების მართვის სისტემის გაუმჯობესებას. ასევე, დაგეგმვის, მონიტორინგის და შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის დახვეწას.
პროექტი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI ), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (Good Governance Initiative – GGI) მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის მიზანია სამინისტროს გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების სისტემის გაუმჯობესება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები