პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი ლევან იზორიას მოუსმენს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას მოსმენას გეგმავს, ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
უწყების ინფორმაციით, მინისტრი პარლამენტში, სავარაუდოდ, 11 აპრილს მივა.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის ინფორმაციით, მინისტრთან შეხვედრა შეეხება სისტემაში განხორციელებულ ოპტიმიზაციას, ნატოსთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
ცნობისათვის, კვირას, 24 მარტს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს სარეზერვო სამსახურის კონცეფციასთან და ამ მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით მოუსმენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები