ირაკლი კობახიძე: აუცილებლად გავაგრძელებთ რეფორმების გატარებას იმისათვის, რომ გავაუმჯობესოთ ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა

„ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ რეფორმების გატარებას იმისათვის, რომ გავაუმჯობესოთ ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კობახიძემ მადლობა გადაუხადა ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრებს საქართველოს სუვერენიტიტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციის კუთხით გამოხატული მხარდაჭერისთვის. პარლამენტის სპიკერმა აღნიშნული ქვეყნების გამოცდილების გაზიარებაზე და სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საერთო ღირებულებებზე და პრინციპებზე დაყრდნობით და ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ გავაგრძელებთ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საქმეში და ხელს შევუწყობთ დემოკრატიის, სამოქალაქო საზოგადოების, გენდერული და სოციალური თანასწორობის პრინციპების დამკვიდრებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
​შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტის სპიკერები და ვიცე-სპიკერები სტუმრობენ. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: დანიის პარლამენტის (ფოლკეტინგი) თავმჯდომარე პია კარსგაარდი, ესტონეთის პარლამენტის (რიიგიკოგუ) თავმჯდომარე ეიკი ნესტორი, ლატვიის სეიმის თავმჯდომარე ინარა მურნიეცე, ლიტვის სეიმის თავმჯდომარე ვიქტორას პრანცკიეტისი, ნორვეგიის პარლამენტის (სტორტინგი) თავმჯდომარე ოლემიკ ტომესენი, ასევე, ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არტო სატონენი და ისლანდიის პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სტეინგრიმურ სიგფუსონი, შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარტინა ქვიქი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები