ჩინეთის პოლიციამ დინოზავრის 80 კვერცხის მოპარვაში ეჭვმიტანილი პირები დააკავა
ჩინეთის პოლიციამ 4 პირი დააკავა, რომლებიც დინოზავრის 80 გაქვავებული კვერცხის მოპარვაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ “ბი ბი სი“ იუწყება. ეს ფაქტი ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაფიქსირდა. ერთ-ერთი დაკავებულის სახელია ვანი და მან ჩჟეძიანის პროვინციიდან, ერთ-ერთი კოლექციონერისგან დინოზავრის კვერცხები მოიპარა, შემდეგ კი სამ თანამზრახველთან ერთად, შანხაიში გაიქცა.
პოლიციამ ჯერჯერობით მოპარული კვერცხებიდან მხოლოდ 27 აღმოაჩინა. ჩინეთსა და მონღოლეთში პალეონტოლოგებს ყველაზე მეტი უძველესი ცხოველის ნეშტი აქვთ ნაპოვნი. მათ ხშირად იპარავენ კონტრაბანდისტები, რათა შემდეგ „შავ ბაზარზე“ გაყიდონ.