კობა გვენეტაძე: დეპოზიტების დაზღვევა მოიაზრება იმ ბადეში, რომელიც ფინანსური სტაბილურობისთვის არის შექმნილი

”დეპოზიტების დაზღვევა მოიაზრება იმ ბადეში, რომელიც ფინანსური სტაბილურობისთვის არის შექმნილი“, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, მსოფლიოს უმრავლეს ქვეყენაში დეპოზიტების დაზღვევის სისტემა არსებობს.
”დეპოზიტების დაზღვევა მოიაზრება იმ ბადეში, რომელიც ფინანსური სტაბილურობისთვის არის შექმნილი. უმრავლეს ქვეყნებს მსოფლიოში აქვთ ეს სისტემა. დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ვფიქრობ, მნიშვნელოვანი არის ქვეყნისთვის, რადგანაც იგი უფრო განამტკიცებს ნდობას ფინანსური სისტემისადმი საქართველოში. გარდა ამისა, არის ერთი ელემენტი, რომელიც ადრეც აღგვინიშნავს – ზოგადად ჯობია ასეთი სისტემა შემოღებული იყოს ნორმალურ და კარგ სიტუაციაში, რადგანაც ბაზარმა უფრო კარგად მიიღოს ის. ვფიქრობთ, რომ სწორედ ახლა არის ეს კარგი სიტუაცია”, – განაცხადა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემოღების ვალდებულება ასოცირების ხელშეკრულებითაც არის აღებული.
”ამავე დროს, არ დაგვავიწყდეს, რომ ასოცირების ხელშეკრულებით აღებული იყო ეს ვალდებულება და სულ ცოტა ხანში აუცილებელიც იქნებოდა ამის გაკეთება. ეს არის წინწაგდებული საქმე და ვფიქრობთ, რომ ნორმალურად ჩაივლის პროცესი. მას შემდეგ, რაც დაიწყებს ფუნქციონირებას დეპოზიტების დაზღვევის სისტემა, კიდევ უფრო განამტკიცებს ფინანსური სისტემის სტაბილურობას”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები