ვანო ზარდიაშვილი გიორგი მარგველაშვილზე: მისი ვეტო ყოველთვის არის ვეტო ვეტოსთვის და მოკლებულია ყოველგვარ შინაარსს

“მისი ვეტო ყოველთვის არის ვეტო ვეტოსთვის და მოკლებულია ყოველგვარ შინაარსს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვანო ზარდიაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.
ზარდიაშვილმა კოლეგებს მოუწოდებს, ამ ვეტოს მაინცდამაინც გულისყურით ნუ მოეკიდებიან.
“ჩემს კოლეგებს მინდა ვთხოვო, ვეტოს მაინცდამაინც დიდი გულისყურით ნუ მოეკიდებით, იმიტომ, რომ ეს ვეტო დაადო გიორგი მარგველაშვილმა, ჩვენმა პრეზიდენტმა. ეს ის პრეზიდენტი და ის ინსტიტუტია, რომელიც წარადგენს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებს, იღებს პასუხისმგებლობას და მერე მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ემიჯნება. შესაბამისად, მისი ვეტო ყოველთვის არის ვეტო ვეტოსთვის და მოკლებულია ყოველგვარ შინაარსს”,- განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილმა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ კანონს ვეტო გუშინ დაადო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები