გიორგი მღებრიშვილი: ყველა საუბარი ე.წ. ჩადებებზე ეს არის მოგონილი

“ყველა საუბარი ე.წ. ჩადებებზე ეს არის მოგონილი”, – ამის შესახებ შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა პრეზიდენტის სიძის მეგობრის დაკავებასა და პრეზიდენტის შვილის მიერ გავრცელებულ ვიდეოზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, ყველა განცხადება ე.წ. ჩადებებთან დაკავშირებით, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ემსახურება.
“ნებისმიერ შემთხვევაში, მე სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ არავინ არავის არაფერს არ უდებს. ყველა ეს განცხადება ე.წ. ჩადებებთან დაკავშირებით, ემსახურება იმას, რომ უნდათ მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილება.
არავის შვილობა, არავის პროფესია, არ არსებობს ამ საკითხში ინდულგენცია. ის ფაქტები, რაც სახეზე გვაქვს, ეს არის რეალური ფაქტები და ყველა საუბარი ე.წ. ჩადებებზე მოგონილია”, – განაცხადა შს მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები