დიმიტრი ქუმსიშვილი: საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიღწეული პროგრამა, პრაქტიკულად, ჩვენი 4-პუნქტიანი გეგმაა

“სავალუტო ფონდთან მიღწეული პროგრამა, პრაქტიკულად, ჩვენი მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმაა”, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა სასტუმრო „რედისონში“ მიმდინარე საერთაშორისო ბიზნესფორუმზე – „საქართველოს ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მისიის დონეზე, ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას ახალი პროგრამის დაწყებაზე, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რომ სავალუტო ფონდთან მიღწეული პროგრამა, პრაქტიკულად, ჩვენი მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმაა, ეს არის ის გეგმა, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ. ჩვენ მოვინდომეთ, ჩვენ გავაკეთეთ მისი დეკლარირება, ჩვენ შევპირდით ჩვენს ამომრჩეველს და რაც მთავარია, ჩვენ თავად ვართ დარწმუნებული მის აღსრულებაში,“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ქუმსიშვილის თქმით, სავალუტო ფონდი და საერთაშორისო თანამეგობრობა სრულიად უჭერენ მხარს იმ რეფორმებს, რომლებიც საქართველოში ტარდება. „დღეს ჩვენ ხმამაღლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ სავალუტო ფონდი და საერთაშორისო თანამეგობრობა სრულიად უჭერს მხარს იმ რეფორმებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ტარდება,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები