გალარების პროგრამის ფარგლებში, 5092 მსესხებლის მიერ 71 მლნ დოლარის მოცულობის სესხი გალარდა

“ამ დროის მონაცემებით, გალარების პროგრამით 5092-მა მსესხებელმა ისარგებლა”, – ამის შესახებ ბანკების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ცუცქირიძემ „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა.
ცუცქირიძის ინფორმაციით, გალარებული სესხების მოცულობა 70.9 მლნ ლარია.
“როგორც წინა, 27 თებერვალს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე აღვნიშნე, უკვე თებერვლის მეორე ნახევრიდან აქტივობა საკმაოდ მომატებული იყო და 24 თებერვლისთვის მხოლოდ ბოლო 10 დღეში გალარებული სესხების რაოდენობა იყო გაორმაგებული და ეს მაჩვენებელი უკვე 1 700 მსესხებელს აღემატებოდა. შესაბამისად, ჩვენი პროგნოზიც იყო ოპტიმისტური. უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი პროგნოზი და მოლოდინები მთლიანად გამართლდა და 17 მარტის მდგომარეობით, გალარებული სესხების რაოდენობამ 5 092 მსესხებელს მიაღწია, ხოლო გალარებული სესხების მოცულობამ 70.9 მლნ. ლარი შეადგინა, რაც გასალარებელი პორტფელის რაოდენობრივად 18,8 %, ხოლო თანხობრივად 17,75 %-ს შეადგენს, ანუ ამ 24 თებერვლიდან 17 მარტამდე პერიოდში, გალარებული სესხების რაოდენობა პრაქტიკულად გასამმაგდა”,- განაცხადა ცუცქირიძემ.
ცუცქირიძემ პროგრამა დადებითად შეაფასა და მედიას, ბანკებს და ეროვნულ ბანკს ჩატარებული საინფორმაციო კამპანიისთვის მადლობა გადაუხადა. ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ ლარიზაციის პროცესში გალარება პოზიტიური როლის შემსრულებელი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები