ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით, კიდევ ერთი პირი დააკავეს

ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის ბრალდებით, კიდევ ერთი პირი დააკავეს.
დაკავებულს ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით და 3531-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მათ სამსახურებრივ შენობაზე ან სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა და პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 11-12 მარტს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სულ 15 პირია დაკავებული. დაკავებულ ექვს პირს სასამართლომ პატიმრობა უკვე შეუფარდა, ერთი არასრულწლოვანი კი, 3000 ლარის სანაცვლოდ გათავისუფლდა.
რაც შეეხება გუშინ დაკავებულ რვა პირს, რომელთაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლითა და 353-ე მუხლებით ედებათ, რაც მასობრივ არეულობას და პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ან/და საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს, მათი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები