მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ჯვრის თაყვანისცემას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ჯვრის თაყვანისცემას აღნიშნავს. ჯვართაყვანისცემასთან დაკავშირებით, დღეს წირვის დროს საკურთხევლიდან სასულიერო პირები ყვავილებით შემკულ ჯვარს გამოაბრძანებენ, რომლის ტაძარში დაბრძანების შემდეგ მრევლი სამჯერ მეტანიას ასრულებს.
პატიოსნისა და ცხოველსმყოფელი ჯვრის თაყვანისცემას მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის შუა პერიოდში აღნიშნავს, რათა ჯვრის შემწეობითა და ძალით მშვიდობით მოხდეს მარხვის დასრულება.
დიდმარხვა წელს 27 თებერვალს დაიწყო და უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება, რომელიც წელს 16 აპრილს აღინიშნება.