დიმიტრი ქუმსიშვილი: ძალიან მოვინდომეთ და გალარებისთვის ყველაფერი გავაკეთეთ

ფინანსთა მინისტრის, ვიცეპრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 60 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის სესხი გალარდა. ის მადლობას უხდის იმ მოქალაქეებს, ვინც სესხის გალარების პროგრამით ისარგებლა.
“ეს იყო ერთჯერადი მხარდაჭერის აქცია სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ ძალიან მოვინდომეთ და ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გალარების პროგრამით 4500-მდე ადამიანმა ისარგებლა. გალარების პროგრამა დღეს სრულდება. მთავრობის ინიციატივით, ერთჯერადი სოციალური აქციის თანახმად, 2015 წლის 1 იანვრამდე უცხოური ვალუტით გაცემული სესხები ლარში გადავა. სესხების გალარება გალარების დღის არსებული კურსის მინუს 20 პუნქტის (20 თეთრის) ოდენობით მოხდება, ხოლო კურსთა შორის სხვაობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ამასთან, ეროვნული ბანკის ცნობით, მოქალაქეებს, რომლებიც ჩათვლიან, რომ ერთ რომელიმე ბანკში დოლარში აღებულ სესხს სხვა ბანკში უკეთესად გაალარებენ, გალარება მათთვის  სასურველ სხვა ბანკშიც შეეძლება.
სუბსიდირება 2015 წლის 1-ელ იანვრამდე დოლარში გაცემულ, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ, 100 ათასი ლარის მოცულობის საბანკო სესხებს შეეხება, რომლის ნარჩენი ღირებულებაც 2015 წლის 1 იანვრისთვის არსებული ძირითადი თანხის 90%-ს არ აღემატება, ხოლო თუ სესხის მოცულობა 100 ათას ლარზე მეტია, სუბსიდირება მოხდება 100 ათასის ფარგლებში.
ანუ თუ სესხის ნარჩენი ღირებულება არის 150 ათასი, მოხდება 100 ათასის სუბსიდირება. დარჩენილი 50 ათასი, მსესხებლის გადაწყვეტილების მიხედვით, ან კვლავ სავალუტო სესხად დარჩება ან სუბსიდირების გარეშე მოხდება მისი გალარებაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები