მოსკოვის მახლობლად ქართველმა ექიმმა ქალმა მოხუცი გადაარჩინა და თვითონ დაიღუპა

ქართველმა ექიმმა, გინეკოლოგმა ნანა ადამაძემ მოსკოვის მახლობლად მოხუცი ქალი გადაარჩინა და თვითონ ტრაგიკულად დაიღუპა. ტრაგედია მიტიშის დასახლებასთან მოხდა. ქართველმა ექიმმა, ნანა ადამაძემ დაინახა, რომ რკინიგზაზე მოხუცი ქალი მიდიოდა, რომელსაც მატარებლის ხმა არ ესმოდა. მან მოხუცის გადარჩენა შეძლო, მაგრამ თავად მატარებლის ქვეშ აღმოჩნდა.
ნანა ადამაძე 69 წლის იყო. „ის შესანიშნავი სპეციალისტი იყო და ბევრ ქალს დაეხმარა, რომელიც მანამდე ბავშვს ვერ აჩენდა. მას კეთილი გული ჰქონდა და ყოველთვის მზად იყო, ადამიანებისთვის დახმარება აღმოეჩინა. ის მუდამ ჩვენს გულებში დარჩება“, – წერენ სამედიცინო ცენტრ „ისიდას“ წარმომადგენლები, სადაც ნანა ადამაძე მუშაობდა.
ნანა ადამაძე 1948 წელს სოხუმში დაიბადა. 1975 წელს დაიწყო სამედიცინო სფეროში მოღვაწეობა, სადაც 40-ზე მეტი წელი იმუშავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები